22.12.2012 წინასწარმეტყველება თუ სამყაროს აღსასრული?
მაიას ტომმა თავიანთი ცოდნა Popul Vuh -ში აღწერეს (წიგნი, სადაც მათ მთლიანი თავიანთი ცოდნა აღწერეს). წიგნში საუბარია კალენდარზე, რომელსაც პირველ სურათზე ხედავთ. ამბობენ, რომ ეს კალენდარი ღმერთებმა დაუტოვეს მაიას ტომსს დედამიწიდან შორეულ ვარსკვლავზე გაფრენის წინ. (ამ კალენდრის საშუალებით შესაძლებელია სულ ადვილად მილიონებში დათვლა). ესე დაუბარეს, რომ როგორც კი დათქმული დრო მოვიდოდა (წითელი მონიშნუილები რომ ერთმანეთს დაემთხვევა), მაშინ დაბრუნდებოდნენ და რაც შექმნეს, იმას შეამოწმებდნენ. გამოთვლის მიხედვით ეს მოხდება 2012 წლის დეკემბერში.მაიას ტერიტორიაზე ნაპოვნია ორი კალენდარი: ერთი 365 დღიანი ციკლით და მეორე 260. პირველი ციკლი გასაგებია, მაგრამ მეორე ციკლი უცნობია მეცნიერებისთვის, რადგანაც ეს ციკლი არ ემორჩილება დედამიწის კანონზომიერებებს, მაიას ტომს ჰქონდა მთვარის და მზის ციკლები, მაგრამ მათ არ ქონდა ის სისტემა, რასაც ჩვენ დღეს ვიყენებთ დღეების ნუმერაციისას (იგულისხმება ორშაბათი, სამშაბათი და ა.შ.) როგორც დრეზდენის კოდექსი გვამცნობს, მაიას ათვლის წერტილი იყო ღმერთის კუკულკანის დედამიწაზე ჩამოსვლა.ვარაუდობენ, რომ მისი ჩამოსვლა მოხდა 3114 წლის 11 აგვისტოს ჩვენს ერამდე, რადგან კალენდრის წითელი ნიშნულები მაგ დროს ხვდება ერთად, ანუ ეს იყო ათვლის წერტილი. ასევე 2012 წლის 22 დეკემბერს ჯდება ეგ წერტილები ერთად .პრობლემა იმაშია, რომ რა ციკლით ითვლიდნენ მაიას ტომის ხალხი, ბოლომდე გაურკვეველია.ეს ფაქტია, რომ ამ თარიღს პირველი ბანაკის წარმომადგენლები უნდობლად ეკიდებიან. ერთი საგულისხმო ფაქტი მეტყველებს მარტო 2012 წლისთვის – პოპულ ვუში ნახსენებია რომ ღმერთები ჩამოვლენ მაშინ, როცა დედამიწის ღერძი კვლავ დაუბრუნდება იდეალურ მდგომარეობას.ყოველ წელს, ამ ღერძის მდებარეობა უმნიშვნელოდ იცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ღერძი ერთი და იგივე წერტილს არ ხვდება, რადგან ე.წ. “იდეალური მდგომარეობა” მეორდება ყოველ 25 800 წელიწადში ერთხელ. თანამედროვე ტექნიკის პირობებში შეძლეს მეცნიერებმა იმის გამოთვლა, თუ როდის მიაღწევს დედამიწის ღერძი კვლავ თავის ”იდეალურ მდგომარეობას”. აღმოჩნდა რომ ეს 2012 წელს მოხდება.
მაიას კალენდრის მიხედვით 2012 წლისთვის დასასრული არა სიცოცხლის, არამედ ერთი ციკლის დასასრულია, რაც ამავდროულად ახალი ციკლის დასაწყისია. რაც შეიძლება ”დაბადებად” მივიჩნიოთ. ეს არის 2012 წლის 21-24 დეკემბერი და ქრისტიანებისთვისაც ამ დღეებს ემთხვევა მეორედ მოსვლა.
მაიას კალენდრის სურათი
No comments:
Post a Comment