იოანეს გამოცხადება

იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება - აპოკალიფსი, რუსეთი, XVIII ს.
გამოცხადებაჲ წმიდისა მახარებლისა და ღმრთისმეტყვუელისა იოანესი — ახალი აღთქმის ბოლო წიგნის სახელწოდება შექმნილია ჩვ. წ. 68-69 წლებში იოანე მოციქულის მიერ და აღწერილია წუთისოფლის უკანასკნელი დღეები.
იოანე იყო იესო ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანი და, ამავე დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული. პირველ ქრისტიანთა გადმოცემით, ყველა მოციქული, გარდა იოანესი, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. იოანეც ევნო ქრისტესთვის, თუმცა გადმოცემით მას განსხვავებული წილი ერგო: საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა: ”მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას...” ამ წიგნში წინასწარმეტყველება და უკანასკნელ დღეთა ამბები ძირითადად აღწერილია სიმბოლურად: მაგ. წერილები შვიდი ეკლესიისადმი, შვიდი ბეჭედი, ოთხი მხედარი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, ცხოველის რიცხვი - 666, ბაბილონი - დიდი მეძავი, მხეცი შვიდი თავითა და ათი რქით, ათი მეფე, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი, ძვირფასი ქვები, სიცოცხლის ხე და სხვა.
ქრისტიანთა რწმენით ”იოანეს გამოცხადება” შეიცავს ღრმა საიდუმლოებებს. უფალი იესო ქრისტე კვლავ მოვა ამ ქვეყნად და განსჯის ქვეყანას, თუმცა როდის მოხდება ეს გაურკვეველია. მას მოელოდნენ პირველი ქრისტიანები და მას მოელიან დღევანდელი ქრისტიანები.
იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება - აპოკალიფსი, რუსეთი, XVIII ს.
No comments:
Post a Comment