ბიბლიის უკანასკელი გვერდი



   
 ბიბლიის უკანასკელი გვერდი

წმინდა წერილი, ბიბლია სრულდება ღვთის ძის, იესო ქრისტეს მომავალი, მეორედ მოსვლის შესახებ საუბრით.

უკანასკნელი ნაწყვეტი ”იოანეს გამოცხადებიდან” - უკანასკნელი გვერდი ბიბლიისა:

„’მითხრა: ”ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან ახლოა ჟამი. უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმიდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს. აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითეულს მისი საქმეებისამებრ მივუზღა.

მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული. ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭეთი შევიდნენ ქალაქში. მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავნი და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყოველი მოყვარული და ჩამდენი სიცრუისა.
მე, იესომ მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, ცისკრის კაშკაში ვარსკვლავი”.
სული და სასძლო ამბობენ: ”მოდი!” გამგონემაც თქვას: ”მოდი!” მწყურველი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცლხის წყალი.
მე ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს. თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი. ამის მამოწმებელი ამბოს: ”ჰე, მალე მოვალ!” ამინ.
ჰე, მოდი, უფალო იესო! ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა წმიდასთან. ამინ”.“




No comments:

Post a Comment