ვილოცოთ, რომ გავძლიერდეთ



ვილოცოთ, რომ გავძლიერდეთ
 
ქრისტეს მეორედ მოსვლა ამ ქვეყნად... ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული... საყოველთაო აღდგომა მკვდრეთით და ყოველი ადამიანის წარდგომა ღვთის სამსჯავროზე... ყოველივე ამას, აი, უკვე ორი ათასი წელია მოელის ქრისტიანული კაცობრიობა, რადგან ღმერთის გარდა არავინ იცის, როდის მოხდება ეს. მართალია ზუსტი დრო არ ვიცით , მაგრამ ეს რომ გარდაუვალია , არავის ეპარება ეჭვი.
ყველაზე დიდი უბედურება ანტიქრისტეს ბატონობის ეპოქაში ის იქნება მსოფლიო კონტროლდაწესებულ კაცობრიობისათვის, რომ მაშინ უკვე შეუძლებელი გახდება რაიმე ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა მისი ბოროტი ძალაუფლებისადმი. და მაშინ „ნუ ეცდები გააჩერო იგი (ანტიქრისტე) შენი უძლური ხელით, არამედ თვით განერიდე მას, დაიკრძალე თავი ბოროტისაგან, და ეს შენთვის სავსებით საკმარისი იქნება“, - გვირჩევს ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი. ამიტომაც იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რომ გვჯეროდეს - ხსნა იმ ადამიანებს მიემადლება, ვისაც ნამდვილად სურს ხსნა სულისა, ვისაც ნამდვილად სწამს სულის უკვდავება. ამიტომაცაა აუცილებელი სწორედ ახლა ვებრძოლოთ მოახლოებულ წყვდიადს, როცა წინააღმდეგობის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გვაქვს. უარის თქმა უღმერთობის წინააღმდეგ ამხედრებისა, ყოველი, თუნდაც სულ უმნიშვნელო კომპრომისი ბოროტის წინაშე იმ მიზნით, რომ „მშვიდობიანად“ თანავიარსებოთ მის გვერდით, ყოველი დათმობა დღეს - მხოლოდ კიდევ უფრო გაზრდის სიძნელეებს ხვალ, დაგვასუსტებს მომავლისათვის, როცა ყოველგნით წყვდიადი გაბატონდება. ასე რომ, ჩვენთვისაც „ჯერ-არს საქმედ საქმესა... ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ“ (იოანე 9,4), რადგანაც „მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრემდე ნათელი გაქუს-ღა, რაითა არა გეწიოს თქუენ ბნელი...“    
კაცობრიობას ისღა დარჩენია ილოცოს საკუთარი სულისთვის , რომ გაძლიერდეს და გაუძლოს ამ განსაცდელს.  

No comments:

Post a Comment