ახალი ცა და ახალი მიწა


ახალი ცა და ახალი მიწა    

იოანეს გამოცხადების უკანასკნელი თავებიდან გამოიხატება ბოლო დღეთა სამსჯავროს, ახალი ცისა და ახალი მიწის მეტ-ნაკლებად სიმბოლური აღწერილობა:


”ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომარე, რომლისგანაც გარბოდა ცა და მიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი. ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი იყო წიგნები. გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია, და განსჯილ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ. მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები და თითოეული განსჯილ იქნა თავის საქმეებისამებრ...

ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, ვინაიდან პირველი ცა და პირველი მიწა გარდახდა, და ზღვა აღარ იყო. ვიხილე წმინდა ქალაქი - ახალი ერუსალიმი, რომელიც ღვთისგან ეშვებოდა ციდან გამზადებული, როგორც თავისი ქმრისათვის მორთული სასძლო. გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: ”აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის. და ის დამკვიდრდება მათ შორის. ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმენდს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ”.

თქვა ტახტზე მჯდომარემ: ”აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს”. და მითხრა მე: ”დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტია”. მითხრა: ”აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის წყაროდან. გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის - ძე. ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია...”

ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი სასანთლე... ვერ შევა მასში ვერაფერი უწმინდური და ვერც ერთი სიბილწისა და სიცრუის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნში არიან ჩაწერილი”.





 იოანე მოციქულის ხილვა





No comments:

Post a Comment