Pages
- Home
- აპოკალიფსი ანუ მეორედ მოსვლა
- იოანეს გამოცხადება
- აპოკალიფსის ორი მაცნე
- ერთი წერილი შვიდი ეკლესიისადმი
- ახალი ცა და ახალი მიწა
- ბიბლიის უკანასკელი გვერდი
- ანტიქრისტეს ცხოვრების სამი პერიოდი
- რას ნიშნავს 666?
- მართმადიდებლური სწავლება ანტიქრისტეს შესახებ
- 22.12.2012 წინასწარმეტყველება თუ სამყაროს აღსასრული?
- ვილოცოთ, რომ გავძლიერდეთ
Thursday, June 14, 2012
მეორე პერიოდი
მეორე პერიოდი. ეს პერიოდი ანტიქრისტეს სამოქმედო ასპარეზზე მსოფლიო მოძღვრისა თუ წინასწარმეტყველის ხმაურიანი გამოსვლით დაიწყება. ანტიქრისტე წამოაყენებს პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით მსოფლიო კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე მისაღებ პროექტს, და ამ გეგმის ძალით შეეცდება მსოფლიოში ერთიანი პოლიტიკური და სოციალური წესწყობილება დაამყაროს. ამ მსოფლიო ომითა, თუ სხვა საშინელი არეულობებით და უბედურებით დაღლილ-დაქანცული, სულიერად დაბრმავებული კაცობრიობა, უფრო სწორად კი - მისი უდიდესი ნაწილი, ანტიქრისტეს ამ წინადადებას სიბრძნის, განსწავლულობისა და გენიალურობის გამოვლინებად მიიღებს. თავისი მოქმედების ამ პერიოდში ანტიქრისტე არავითარ ძალადობას არ მიმართავს და ეცდება თავისი პირფერული, მოჩვენებით სათნოების გამოვლინებით ადამიანთა ნდობა და კეთილგანწყობა მოტყუებით მოიპოვოს. ადამიანთა საცდუნებლად ანტიქრისტე მრავალ სასწაულსაც მოახდენს, რომელნიც თავისი არსით, ცრუ იქნება.
პირველი პერიოდი
ანტიქრისტეს მთელი მომავალი ცხოვრება და მოქმედება შეიძლება სამი უმთავრესი პერიოდის სახით განვიხილოთ.
პირველი პერიოდი. ეს პერიოდი ანტიქრისტეს ცხოვრებისა და მისი ბილწი დაბადებიდან სამოქმედო ასპარეზზე გამოჩენის მომენტამდე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საიდუმლოდ გაივლის ფარულ უცნობელობაში. როგორც იოანე დამასკელი ამბობს: „იგი (ანუ ანტიქრისტე) სიძვისაგან იშვება, ფარულად აღიზრდება, უეცრად აღდგება, ყოველივეს აღაშფოთებს და მეფე გახდება“
Wednesday, May 9, 2012
მამები გვირჩევენ
ეკლესიის წმიდა მამები გვირჩევენ, ყოველ საქმეში, ყოველი გაჭირვების
ჟამს საღმრთო წერილით ვიხელმძღვანელოთ. მოყვასთა ღმრთივ-სულიერი რჩევაც დიდად სასარგებლოა,
თუკი ისინიც ღვთის სიტყვით და მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით ხელმძღვანელობენ.
ასეთი ხელმძღვანელობა ეკლესიის გონებით დაიცავს მორწმუნეებს ფართოდ გავრცელებული ცრუ-მოძღვრებისაგან,
ხოლო თუკი ადამიანი მოაკლდება ასეთ ხელმძღვანელობას, იგი უსათუოდ მცდარ გზაზე დადგება,
რადგან დაემორჩილება ცოდვაში ჩავარდნილ უმრავლესობის აზრს. და ამ დროს თუკი ვინმე გაბედავს
კიდევ დადგენილი საზოგადოებრივი შეხედულების წინააღმდეგ გამოსვლას, მას მაინც განსაცდელი
დაემუქრება, რადგან ყოველის მხრივ გაიგონებს - როგორ, ნუთუ შენ ერთი ხარ მართალი, ჩვენ
ყველანი კი ვცდებითო! ასეთ მსჯელობას მხოლოდ იმ ადამიანისთვის არ ექნება ფასი, ვინც
საღმრთო წერილით იხელმძღვანელებს, რადგან მისგან ეცოდინება, რომ არა ყველა, არა უმრავლესობა,
არამედ მხოლოდ მცირედნი ვიდოდიან ხსნის ვიწრო გზით, ხოლო უკანასკნელ ჟამს ეს გზა კიდევ
უფრო ძნელად სავალი გახდება. ამით საღმრთო წერილი ადამიანებს მხნეობას შთაბერავს და
მათ ვერ შეაშფოთებთ ის გარემოება, რომ ჭეშმარიტ მორწმუნეთა რიცხვი ძალზე მცირე იქნება,
და ეს სამწყსო ქრისტესი მცირე რამ ჭალაკივით გამოჩნდება სიცრუისა და უკეთურების უკიდეგანო
ოკეანეში, რომელიც მთელს ქვეყნიერებას მოიცავს; ასეთ ჭეშმარიტ მორწმუნეებს მარად ეხსომებათ
უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო
მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქვენდა სასუფეველი“ (ლუკა 12,32), და გამხნევებულნი
ამ ნუგეშით ხორციელ სიკვდილსაც არ შეუშინდებიან.
ვერიდოთ ანტიქრისტეს
სხვა დიდი უბედურება ანტიქრისტეს ბატონობის
ეპოქაში ის იქნება მსოფლიო კონტროლდაწესებულ კაცობრიობისათვის, რომ მაშინ უკვე
შეუძლებელი გახდება რაიმე ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა მისი ბოროტი
ძალაუფლებისადმი. და მაშინ „ნუ ეცდები გააჩერო იგი (ანტიქრისტე) შენი უძლური
ხელით, არამედ თვით განერიდე მას, დაიკრძალე თავი ბოროტისაგან, და ეს შენთვის
სავსებით საკმარისი იქნება“, - გვირჩევს ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი.
ამიტომაც იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რომ გვჯეროდეს - ხსნა იმ ადამიანებს
მიემადლება, ვისაც ნამდვილად სურს ხსნა სულისა, ვისაც ნამდვილად სწამს სულის
უკვდავება.ამიტომაცაა აუცილებელი სწორედ
ახლა ვებრძოლოთ მოახლოებულ წყვდიადს, როცა წინააღმდეგობის შესაძლებლობა ჯერ კიდევ
გვაქვს. უარის თქმა უღმერთობის წინააღმდეგ ამხედრებისა, ყოველი, თუნდაც სულ
უმნიშვნელო კომპრომისი ბოროტის წინაშე იმ მიზნით, რომ „მშვიდობიანად“
თანავიარსებოთ მის გვერდით, ყოველი დათმობა დღეს - მხოლოდ კიდევ უფრო გაზრდის
სიძნელეებს ხვალ, დაგვასუსტებს მომავლისათვის, როცა ყოველგნით წყვდიადი
გაბატონდება. ასე რომ, ჩვენთვისაც „ჯერ-არს საქმედ საქმესა... ვიდრე დღე არსღა;
მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ“ (იოანე 9,4), რადგანაც „მცირედ ჟამ
ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრემდე ნათელი გაქუს-ღა, რაითა არა გეწიოს
თქუენ ბნელი...“ (იოანე 12,35).
ეს ბნელი, ეს ღამე - არის ის, ჩვენზე მომავალი
სატანური მეუფება სულიერი წყვდიადისა, რომელიც მთელს კაცობრიობას უნდა ეუფლოს. და
მაშინ ჭეშმარიტ მორწმუნეთა ცხოვრება იმდენად მძიმე გახდება, რომ ისინი, მიუხედავად
საკუთარი ცოდვების შეგნებისა, მიუხედავად საშინელი სამსჯავროს მოლოდინისა, რწმენით
შეჰღაღადებენ მაცხოვარს - „ჰე, მოვედ, უფალო იესო!“ (გამოცხ. 22,20).
ცხოვრების დასასრული
„ქრისტეს მეორედ მოსვლა ამ ქვეყნად... ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული...
საყოველთაო აღდგომა მკვდრეთით და ყოველი ადამიანის წარდგომა ღვთის სამსჯავროზე... ყოველივე
ამას, აი, უკვე ორი ათასი წელია მოელის ქრისტიანული კაცობრიობა, რადგან ღმერთის გარდა
არავინ იცის, როდის მოხდება ეს. ზუსტი დრო არავინ უწყის, მაგრამ ნიშნები მეორედ მოსვლისა
წმიდა სახარებაში მკაფიოდაა ჩამოთვლილი. ეს ნიშნებია: მიწისძვრები, სხვა ბუნებრივი
კატაკლიზმები, ადამიანთა მასიური დაღუპვანი, შიმშილობანი, ომები და „ამბავნი ბრძოლათანი“,
სისხლიანი ეთნოკონფლიქტები („და აღსდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა“) და სხვა. მაგრამ
უმთავრესი ნიშანი მოახლოებული მეორედ მოსვლისა არის საყოველთაო ურწმუნოების გავრცელება
და ამქვეყნად დიდი ქრისტემტყუარის - ანტიქრისტეს გამოჩენა, რომელიც თავს ჭეშმარიტ მესიად,
ამსოფლად მოვლენილ ღმერთად გამოაცხადებს, თითქმის მთელს დედამიწაზე გაბატონდება, მრავალ
ურწმუნო თუ მცირედ მორწმუნე ადამიანს შეაცდენს და კაცობრიობის დიდ ნაწილს დაღუპავს.
მისი გამოჩენა მოხდება შვიდი წლით ადრე ქვეყნის დასასრულამდე და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე...“
Friday, April 13, 2012
ნიშნები
გაქრება სიყვარული, 7-ივე საიდუმლოს აღსრულება შეჩერდება, შეწყდება ნათლობა, ქორწინება, აღსარებისათვის ადამიანს სინანულის გრძნობა გაუქრება , ადამიანთა შორის ზიზღი, გაუტანლობა, სიძულვილი მიაღწევს კულმინაციას, გაუკაღმართდება ცხოვრება, მადლი მეუღლეებს შორის აღარ იქნება, ქალის მოკრძალებულობა გაქრება, დაიკარგება პატივისცემა მშობელსა და შვლს შორის, დაიწყება სისხლის აღრევა, ზნეობა წაიშლება .
რა მოჰყვება აპოკალიფსს?
ბევრი შიმშილით მოკვდება, ქუჩები გვამებით იკნება სავსე, გვამებით რომელთაც პატრონი არ ყავს. ქუჩებში ოქროები ეყრება მაგრამ ხელს არავინ მოკიდებს. ნაწინასწარმეტყველებია რომ ანტიქრისტე ყველაზე ნაკლებად საქართველოში მოიკიდებს ფეხს. რამდენადაც ვიცი სამების საკათედრო ტაძრის ერერთი ფუნქცია ხალხის შეფარება ანტიქრისტეს დროს. ყოველი კუთხიდან ხალხის სამების საკათედრო ტაძრამდე მეუფე კალისტრატე გაუძღვება საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე ქრთულ ერს გაუძღვება ყაზბეგში სადაც მოგვევლინება იესო ქრისტე. რუსეთში დაკრძალულია წმინდანი, რომელიც ხორცს ისხამს და როცა ბოლომდე შეისხამს სწორედ მაშინ მოხდება აპოკალიფსი და ამ წმინდას ხორცი უკვე მუხლამდე აქ შესხმული.
აგრეთვე იწინასწარმეტყველეს რომ ლიბიაში ხალის ჯგროს გამოეყოფა ცხენზე ამხედრებული აჩრდილი და ეს ფაქტი უკვე მოხდა. აგრეთვე ახალი დაჩიპული პასპორტები არის წინა პირობა ნიშნისა ხელზე და შუბლზე. რადგან მასში დამალულია რიცხვი 666 და ვინც ამას აიღებს უფალი არ აპატიებს. ასე რომ გაფრთხილდით ხალხოო.
Thursday, April 12, 2012
აღსასრული კაცობრიობის არის საწყისი ახალი სიცოცხლის
ბიბლიის ბოლო გვერდები, აქ არაა კონკრეტული საკითხები , წინასწმეტყველება მხოლოდ სიმბოლურად, ჩვეულებრივი ამბავი , ნორმა , კაცობრიობის არსებობის თანმდევი, რომელიც დაიწყო და რომელიც აუცილებლად დასრულდება .....
ფილმი აპოკალიფსზე...
ფილმი სადაც საუკეთესოდააა გადმოცემული მეორედ მოსვლა, ფილმი , რომელსაც ეკლესია არ უარყოფს .....
ვიდეო:
რა როგორ იქნება...
კატასტროფები 7 დღის განმავლობაში., არმაგედონი, ადამიანთა კონტროლი , მსოფლიოს მართვა, ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, ჭეშმარიტების დევნა, სამყაროს აღსასრული და ქრისტე....
წყარო:
წყარო:
მეორედ მოსვლა
ესქატოლოგიურ მოვლენათა ზოგადი აღწერა მოცემულია ძველ აღთქმაში; კონკრეტულად კი წინასწარმეტყველ დანიელის წიგნში. ძველი აღთქმისეული ესქატოლოგიის გაგრძელებას და მის კულმინაციას კი წარმოადგენს იოანეს გამოცხადება (აპოკალიფსისი). წიგნში აღწერილია მოვლენები, რაც იესო ქრისტეს დედამიწაზე მოერედ მოსვლის ჟამს უნდა მოხდეს და რასაც უამრავი კატაკლიზმები და სასწაულები უნდა მოჰყვეს (ციური ცეცხლი, მკვდრების აღდგომა, ანგელოზთა გამოცხადება), ამიტომაც, სიტყვა აპოკალიფსი ხშირად სამყაროს დასასრულად და პლანეტარული მასშტაბის კატასტროფის სინონიმად აღიქმება. ამ სიტყვიდან წამოვიდა ტერმინები აპოკალიპტიკა და პოსტაპოკალიპტიკა, რაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრია და დედამიწაზე რაიმე გლობალური კატასტროფის დროს ან შემდგომდროინდელ მოვლენებს აღნიშნავს.
ვიდეო:
ვიდეო:
Thursday, April 5, 2012
მიზანი
აპოკალიფსი, ანუ მსოფლიო აღსასრული ყოველთვის ხშირად განსახილველი და საინტერესო იყო, არის და იქნება. ვფიქრობ რომ რაც უფრო დიდი დრო გადის და რაც უფრო მეტად ვვითარდებით, მით უფრო მეტად გვეშინია ქვეყნიერების დასასრულის. ქრისტიანობაში ჩვენ მას ვიცნობთ როგორც მეორედ მოსვლას და ვიცით, რომ ოდესმე, იესო ქრისტე ხელმეორედ დაბრუნდება დედამიწაზე და ეს იქნება ყველაფრის დასასრული. შემდეგ დაიწყება საიქიო ცხოვრება და ყველა მიიღებს იმას , რაც დაიმსახურა. :)))))
Subscribe to:
Comments (Atom)



