Wednesday, May 9, 2012

ვერიდოთ ანტიქრისტეს


     სხვა დიდი უბედურება ანტიქრისტეს ბატონობის ეპოქაში ის იქნება მსოფლიო კონტროლდაწესებულ კაცობრიობისათვის, რომ მაშინ უკვე შეუძლებელი გახდება რაიმე ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა მისი ბოროტი ძალაუფლებისადმი. და მაშინ „ნუ ეცდები გააჩერო იგი (ანტიქრისტე) შენი უძლური ხელით, არამედ თვით განერიდე მას, დაიკრძალე თავი ბოროტისაგან, და ეს შენთვის სავსებით საკმარისი იქნება“, - გვირჩევს ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი. ამიტომაც იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რომ გვჯეროდეს - ხსნა იმ ადამიანებს მიემადლება, ვისაც ნამდვილად სურს ხსნა სულისა, ვისაც ნამდვილად სწამს სულის უკვდავება.ამიტომაცაა აუცილებელი სწორედ ახლა ვებრძოლოთ მოახლოებულ წყვდიადს, როცა წინააღმდეგობის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გვაქვს. უარის თქმა უღმერთობის წინააღმდეგ ამხედრებისა, ყოველი, თუნდაც სულ უმნიშვნელო კომპრომისი ბოროტის წინაშე იმ მიზნით, რომ „მშვიდობიანად“ თანავიარსებოთ მის გვერდით, ყოველი დათმობა დღეს - მხოლოდ კიდევ უფრო გაზრდის სიძნელეებს ხვალ, დაგვასუსტებს მომავლისათვის, როცა ყოველგნით წყვდიადი გაბატონდება. ასე რომ, ჩვენთვისაც „ჯერ-არს საქმედ საქმესა... ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ“ (იოანე 9,4), რადგანაც „მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრემდე ნათელი გაქუს-ღა, რაითა არა გეწიოს თქუენ ბნელი...“ (იოანე 12,35).
ეს ბნელი, ეს ღამე - არის ის, ჩვენზე მომავალი სატანური მეუფება სულიერი წყვდიადისა, რომელიც მთელს კაცობრიობას უნდა ეუფლოს. და მაშინ ჭეშმარიტ მორწმუნეთა ცხოვრება იმდენად მძიმე გახდება, რომ ისინი, მიუხედავად საკუთარი ცოდვების შეგნებისა, მიუხედავად საშინელი სამსჯავროს მოლოდინისა, რწმენით შეჰღაღადებენ მაცხოვარს - „ჰე, მოვედ, უფალო იესო!“ (გამოცხ. 22,20).

No comments:

Post a Comment