ეკლესიის წმიდა მამები გვირჩევენ, ყოველ საქმეში, ყოველი გაჭირვების
ჟამს საღმრთო წერილით ვიხელმძღვანელოთ. მოყვასთა ღმრთივ-სულიერი რჩევაც დიდად სასარგებლოა,
თუკი ისინიც ღვთის სიტყვით და მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით ხელმძღვანელობენ.
ასეთი ხელმძღვანელობა ეკლესიის გონებით დაიცავს მორწმუნეებს ფართოდ გავრცელებული ცრუ-მოძღვრებისაგან,
ხოლო თუკი ადამიანი მოაკლდება ასეთ ხელმძღვანელობას, იგი უსათუოდ მცდარ გზაზე დადგება,
რადგან დაემორჩილება ცოდვაში ჩავარდნილ უმრავლესობის აზრს. და ამ დროს თუკი ვინმე გაბედავს
კიდევ დადგენილი საზოგადოებრივი შეხედულების წინააღმდეგ გამოსვლას, მას მაინც განსაცდელი
დაემუქრება, რადგან ყოველის მხრივ გაიგონებს - როგორ, ნუთუ შენ ერთი ხარ მართალი, ჩვენ
ყველანი კი ვცდებითო! ასეთ მსჯელობას მხოლოდ იმ ადამიანისთვის არ ექნება ფასი, ვინც
საღმრთო წერილით იხელმძღვანელებს, რადგან მისგან ეცოდინება, რომ არა ყველა, არა უმრავლესობა,
არამედ მხოლოდ მცირედნი ვიდოდიან ხსნის ვიწრო გზით, ხოლო უკანასკნელ ჟამს ეს გზა კიდევ
უფრო ძნელად სავალი გახდება. ამით საღმრთო წერილი ადამიანებს მხნეობას შთაბერავს და
მათ ვერ შეაშფოთებთ ის გარემოება, რომ ჭეშმარიტ მორწმუნეთა რიცხვი ძალზე მცირე იქნება,
და ეს სამწყსო ქრისტესი მცირე რამ ჭალაკივით გამოჩნდება სიცრუისა და უკეთურების უკიდეგანო
ოკეანეში, რომელიც მთელს ქვეყნიერებას მოიცავს; ასეთ ჭეშმარიტ მორწმუნეებს მარად ეხსომებათ
უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო
მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქვენდა სასუფეველი“ (ლუკა 12,32), და გამხნევებულნი
ამ ნუგეშით ხორციელ სიკვდილსაც არ შეუშინდებიან.
Pages
- Home
- აპოკალიფსი ანუ მეორედ მოსვლა
- იოანეს გამოცხადება
- აპოკალიფსის ორი მაცნე
- ერთი წერილი შვიდი ეკლესიისადმი
- ახალი ცა და ახალი მიწა
- ბიბლიის უკანასკელი გვერდი
- ანტიქრისტეს ცხოვრების სამი პერიოდი
- რას ნიშნავს 666?
- მართმადიდებლური სწავლება ანტიქრისტეს შესახებ
- 22.12.2012 წინასწარმეტყველება თუ სამყაროს აღსასრული?
- ვილოცოთ, რომ გავძლიერდეთ
Wednesday, May 9, 2012
ვერიდოთ ანტიქრისტეს
სხვა დიდი უბედურება ანტიქრისტეს ბატონობის
ეპოქაში ის იქნება მსოფლიო კონტროლდაწესებულ კაცობრიობისათვის, რომ მაშინ უკვე
შეუძლებელი გახდება რაიმე ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა მისი ბოროტი
ძალაუფლებისადმი. და მაშინ „ნუ ეცდები გააჩერო იგი (ანტიქრისტე) შენი უძლური
ხელით, არამედ თვით განერიდე მას, დაიკრძალე თავი ბოროტისაგან, და ეს შენთვის
სავსებით საკმარისი იქნება“, - გვირჩევს ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი.
ამიტომაც იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რომ გვჯეროდეს - ხსნა იმ ადამიანებს
მიემადლება, ვისაც ნამდვილად სურს ხსნა სულისა, ვისაც ნამდვილად სწამს სულის
უკვდავება.ამიტომაცაა აუცილებელი სწორედ
ახლა ვებრძოლოთ მოახლოებულ წყვდიადს, როცა წინააღმდეგობის შესაძლებლობა ჯერ კიდევ
გვაქვს. უარის თქმა უღმერთობის წინააღმდეგ ამხედრებისა, ყოველი, თუნდაც სულ
უმნიშვნელო კომპრომისი ბოროტის წინაშე იმ მიზნით, რომ „მშვიდობიანად“
თანავიარსებოთ მის გვერდით, ყოველი დათმობა დღეს - მხოლოდ კიდევ უფრო გაზრდის
სიძნელეებს ხვალ, დაგვასუსტებს მომავლისათვის, როცა ყოველგნით წყვდიადი
გაბატონდება. ასე რომ, ჩვენთვისაც „ჯერ-არს საქმედ საქმესა... ვიდრე დღე არსღა;
მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ“ (იოანე 9,4), რადგანაც „მცირედ ჟამ
ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრემდე ნათელი გაქუს-ღა, რაითა არა გეწიოს
თქუენ ბნელი...“ (იოანე 12,35).
ეს ბნელი, ეს ღამე - არის ის, ჩვენზე მომავალი
სატანური მეუფება სულიერი წყვდიადისა, რომელიც მთელს კაცობრიობას უნდა ეუფლოს. და
მაშინ ჭეშმარიტ მორწმუნეთა ცხოვრება იმდენად მძიმე გახდება, რომ ისინი, მიუხედავად
საკუთარი ცოდვების შეგნებისა, მიუხედავად საშინელი სამსჯავროს მოლოდინისა, რწმენით
შეჰღაღადებენ მაცხოვარს - „ჰე, მოვედ, უფალო იესო!“ (გამოცხ. 22,20).
ცხოვრების დასასრული
„ქრისტეს მეორედ მოსვლა ამ ქვეყნად... ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული...
საყოველთაო აღდგომა მკვდრეთით და ყოველი ადამიანის წარდგომა ღვთის სამსჯავროზე... ყოველივე
ამას, აი, უკვე ორი ათასი წელია მოელის ქრისტიანული კაცობრიობა, რადგან ღმერთის გარდა
არავინ იცის, როდის მოხდება ეს. ზუსტი დრო არავინ უწყის, მაგრამ ნიშნები მეორედ მოსვლისა
წმიდა სახარებაში მკაფიოდაა ჩამოთვლილი. ეს ნიშნებია: მიწისძვრები, სხვა ბუნებრივი
კატაკლიზმები, ადამიანთა მასიური დაღუპვანი, შიმშილობანი, ომები და „ამბავნი ბრძოლათანი“,
სისხლიანი ეთნოკონფლიქტები („და აღსდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა“) და სხვა. მაგრამ
უმთავრესი ნიშანი მოახლოებული მეორედ მოსვლისა არის საყოველთაო ურწმუნოების გავრცელება
და ამქვეყნად დიდი ქრისტემტყუარის - ანტიქრისტეს გამოჩენა, რომელიც თავს ჭეშმარიტ მესიად,
ამსოფლად მოვლენილ ღმერთად გამოაცხადებს, თითქმის მთელს დედამიწაზე გაბატონდება, მრავალ
ურწმუნო თუ მცირედ მორწმუნე ადამიანს შეაცდენს და კაცობრიობის დიდ ნაწილს დაღუპავს.
მისი გამოჩენა მოხდება შვიდი წლით ადრე ქვეყნის დასასრულამდე და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე...“
Subscribe to:
Comments (Atom)